რეზონანსი
05.10.2022

ვიმედოვნებ, ქართულმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს, რომ არ შეუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი არ შეუერთდა. ვიმედოვნებ, ასეთივე ფრთხილ პოლიტიკის გზას ირჩევს, როგორც თურქეთი, იმიტომ, რომ თურქეთი ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს უკრაინას და არა პუტინის არალეგალურ ომს - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ "ტვ პირველის" ეთერში დასმულ კითხვას - არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება პრორუსული.

მეთიუ ბრაიზამ პარალელი გაავლო უკრაინასთან მიმართებაში თურქეთის ხელისუფლების მოქმედებებთან და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა ბეწვის ხიდზე იარა - ერთის მხრივ, თურქეთმა ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია უკრაინას, მეორე მხრივ, პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან ფრთხილობდა, რომ არ დაეწვა რუსეთთან ის ხიდები, რომელიც შექმნა, გარკვეული მედიატორის როლს ასრულებდა და ამ მიმართულებით მკაცრ რიტორიკას რუსეთისა და პუტინის მიმართ ერიდებოდა.

"არ ვიცნობ ბატონ ივანიშვილს, მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ მას, არ ვიცნობ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პოზიციებზე მყოფ პირებს და ამჟამად ვცხოვრობ თურქეთში.

ამ ქვეყანაში პრეზიდენტმა ერდოღანმა ბეწვის ხიდზე იარა, ერთის მხრივ, მან, უფრო სწორედ თურქეთმა გაუწია ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას, დაგმო, ის მუდმივ რეჟიმში გმობდა რუსეთის რუსეთის აგრესიას და ანექსიას, მუდმივად მხარს უჭერდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სულ მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში შესვლის მხრივ და აწვდიდა საბრძოლო იარაღს უკრაინას, მათ შორის ბაირახტარს.

მეორეს მხრივ, პრეზიდენტი ერდოღანი ძალიან ფრთხილობდა, რომ არ დაეწვა ხიდები რუსეთთან, ის ხიდები, რომელიც შექმნა და რაღაც გარკვეული მედიატორის როლს ასრულებდა და ამ მიმართულებით მკაცრ რიტორიკას რუსეთისა და პუტინის მიმართ ერიდებოდა. ამან მისცა თურქეთს საშუალება, რომ ერთგვარ მედიატორად გამოსულიყო, მათ შორის იმ პროცესში, რომ 25 მილიონი ტონა უკრაინული მარცვლეული გამოსულიყო უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში თუ აფრიკის რეგიონში შესასვლელად, რომ არ ყოფილიყო გლობალური შიმშილი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი არის პრორუსული, პროუკრაინულია. ბევრად უკეთ ვიცნობ დღევანდელ თურქულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ვიდრე ქართულს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ქართული პოლიტიკური ხელმძღვანელობა ძალიან კარგად უწყის, თუ რას აკეთებს, იმიტომ, რომ არ შეუერთდა სანქციებს, ისევე, როგორც თურქეთი არ შეუერთდა. ვიმედოვნებ, რომ ასეთივე ფრთხილ პოლიტიკის გზას ირჩევს, როგორც თურქეთი, იმიტომ, რომ თურქეთი ძალიან სერიოზულად უჭერს მხარს უკრაინას და არა პუტინის არალეგალურ ომს, რომელმაც გაეროს ყველა ჩარტერის გვერდის ავლით ყველანაირი საერთაშორისო კანონი დაარღვია," - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×