რეზონანსი
04.10.2022

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რაკეტამ 4500 კილომეტრი გაიარა და შემდეგ წყნარ ოკეანეში ჩავარდა.

ცნობისთვის, 2017 წლის შემდეგ ეს პირველი რაკეტაა, რომელიც ფხენიანმა იაპონიის მიმართულებით გაუშვა.

რაკეტის გაშვების გამო, შეერთებული შტატები ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს.

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაგმო და მას ძალადობრივი უწოდა.

ჩრდილოეთ კორეას გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან, აკრძალული აქვს ბირთვული გამოცდების ჩატარება და ბალისტიკური რაკეტების გაშვება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×