რეზონანსი
04.10.2022

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გერმანიის მთავრობის თვალსაზრისით, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ოკუპაციის შედეგად პოლონეთისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი დახურულია.

1-ელ სექტემბერს, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და მმართველი პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებულ ზარალს 1.32 ტრილიონ დოლარად აფასებს და ოფიციალურად მოითხოვს რეპარაციას.

დაახლოებით ექვსი მილიონი პოლონელი, მათ შორის სამი მილიონი პოლონელი ებრაელი, დაიღუპა ომის დროს და ვარშავა მიწასთან გაასწორეს 1944 წლის აჯანყების შემდეგ, რომელშიც დაახლოებით 200 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×