რეზონანსი
04.10.2022

ჩვენ გამიჯნულები ვართ. ისინი [ხალხის ძალა] თავად განგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია სწორად, ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი პლურალიზმს, სხვადასხვა იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები. მე ადრეც მითქვამს და გავიმეორებ: ჩვენ გუნდში გვქონდა საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ [ხალხის ძალა] ვუთხარით, რომ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატვა. ამის თაობაზე ვთქვი, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. გვჭირდება ყველასთან კარგი ძლიერი ურთიერთობა, მითუმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ჩვენ ვართ დემოკრატია და უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე და გარემო. ჩვენ გამიჯნულები ვართ. ისინი [ხალხის ძალა] თავად განგვემიჯნენ, ამით ყველაფერია ნათქვამი. მათ შორის პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები“, - აცხადებს პრემიერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×