რეზონანსი
04.10.2022

როგორც „თბილისი მერიოტში“ შეხვედრის დაწყებამდე მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, უახლოეს საათებში საზოგადოებას ეცოდინება, როგორ გაფართოვდება „ხალხის ძალა“.

„როგორც საზოგადოებამ იცის, ჩვენი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ემსახურება იმ პოლიტიკას, რასაც ჰქვია სიმართლის თქმა, რომ საზოგადოებამ იცოდეს და საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გვქონდა დაანონსებული, რომ მიმდინარეობდა მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გავფართოვდებოდით და ეს იქნებოდნენ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. 

აქედან გამომდინარე, დღეს გვექნება ბოლო კონსულტაციები და უახლოეს საათებში საზოგადოებას ეცოდინება საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ როგორ გაფართოვდება. ეს არ იქნება ერთჯერადი ეტაპი, იქნება დინამიური პროცესი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე.

„თბილისი მარიოტში“, შეხვედრაზე იმყოფებიან: დავით ქართველიშვილი, ზაალ მიქელაძე, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა, ზურაბ ქადაგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, თამთა მეგრელიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×