რეზონანსი
03.10.2022

იმ შეშფოთების ფონზე, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გაამწვავოს უკრაინასთან ომი და ფიქრობს პასუხზე, რომელსაც გასცემს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

„ჩვენ ვაკვირდებით ამას ყურადღებით, როგორც შეგვიძლია. ჩვენ არ გვინახავს არაფერი, რაც გვაიძულებდა შეგვეცვალა შეკავების ჩვენი სტრატეგიული პოზიცია. ასე რომ, ვფიქრობ, თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ საფრთხეებს სერიოზულად ვითვალისწინებთ" , - განაცხადა ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ CNN-თან საუბარში და დასძინა, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ პუტინს ბირთვული დარტყმისთვის ემზადებოდეს.

კირბი ვარაუდობს, რომ შეერთებულ შტატებს გადადგმული აქვს ნაბიჯები იმ შემთხვევისთვის, თუ რას გააკეთებს საპასუხოდ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში.

„ეს არის უპასუხისმგებლო რიტორიკა, რომელიც მომდინარეობს თანამედროვე ბირთვული სახელმწიფოსგან, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დავრწმუნდეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ჩვენი ნატოს მოკავშირეების ინტერესები" , - აღნიშნა კირბიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რუსული ტაქტიკური ბირთვული რაკეტების აღმოჩენის თავიდან აცილება, კირბიმ თქვა, რომ აშშ აკვირდება მას როგორც შეუძლია. თუმცა, მან დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×