რეზონანსი
03.10.2022

როგორც საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა, გერმანია ძალიან მჭიდროდ იმუშავებს საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხში.

„დღეს გერმანიის გაერთიანების დღეს აღვნიშნავთ და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამდენი ქართველი მეგობარი შეიკრიბა აქ. გერმანია იმუშავებს ძალიან მჭიდროდ საქართველოსთან ევროინტეგრაციის საკითხში. ის, რისი გაკეთებაც გვჭირდება, არის ბევრი კონკრეტული პროექტი პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში, გარემოს დაცვის, კულტურის სფეროებში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებული პროექტები. ეს არის გზა ევროპისკენ", - განაცხადა პეტერ ფიშერმა.

რაც შეეხება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებულ კითხვას, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ჯერ ზედმეტად ადრეა პროგრესის შეფასება.

„მთავრობასა და პარლამენტს აქვთ ძალიან ამბიციური საკანონმდებლო დღის წესრიგი, თუმცა ჩვენ უნდა ვნახოთ შედეგი. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, დემოკრატიული და პლურალისტური, თუმცა რაც მთავარია, შედეგი უნდა იყოს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი", - აღნიშნა პეტერ ფიშერმა.

გერმანიის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით დღეს მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×