რეზონანსი
03.10.2022

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განმეორებითი მუქარის გამო, უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ. ამის შესახებ მან გამოცემა „Neue Osnabrücker Zeitung"-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მის სიტყვებს ძალიან სერიოზულად ვითვალისწინებთ, ნებისმიერი სხვა რამ დაუდევრობა იქნებოდა" , - განაცხადა ბერბოკმა.

მისი თქმით, ომის 220 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პუტინმა „არაერთხელ აჩვენა, რომ არ ერიდება ყველაზე საშინელი ომის დანაშაულებს".

მან გაიხსენა, რომ პუტინი ადრეც უპასუხისმგებლო მუქარებს ახორციელებდა.

„ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ შანტაჟს, პუტინი ამას შეაფასებს, როგორც მოწვევას შემდგომი ესკალაციისკენ" , - დასძინა მინისტრმა.

ბერბოკმა ასევე განაცხადა, რომ პუტინის გასული პარასკევის გამოსვლამ ნათლად აჩვენა, „რომ მისი იმპერიული უგნურება არ შემოიფარგლება უკრაინით".

„ამიტომ ჩვენ განვაგრძობთ უკრაინისადმი პასუხისმგებლური სახით მხარდაჭერას. თუ რუსეთს ანექსია და შანტაჟი შერჩება და ამ ომს მოიგებს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაანგრევს უკრაინას - არა მხოლოდ ევროპული სამშვიდობო წესრიგი განადგურდება, არამედ არცერთი პატარა ქვეყანა აღარ იქნება უსაფრთხოდ ", - აღნიშნა მინისტრმა.

ბურბოკი ასევე დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მთლიანად დაკარგა საერთაშორისო მხარდაჭერა.

„მსოფლიოში, თითქმის, არცერთი სახელმწიფო არ უჭერს მხარს პუტინს და ასიათასობით რუსი ახალგაზრდა ტოვებს ქვეყანას. რუსეთის პრეზიდენტი არის მარტო და იზოლირებული, როგორც არასდროს და მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამ საშინელი ომის ყოველ დღეზე", - აღნიშნა ბურბოკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×