რეზონანსი
03.10.2022

რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც რუსეთი ატარებს, საფრთხეს რომ უქმნის ადამიანებს, მათ შორის, აფხაზეთშიც, ეს არის ნათელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ უკავშირდება აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოქალაქეების სამხედრო გაწვევა რუსეთის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას.

მისი თქმით, ხელისუფლება ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მისცემს.

"საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი მიზანია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით, საერთაშორისი სამართლის პრინციპების შესაბამისად. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენს ხელისუფლებას სურს აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები და თანამოქალაქეები, ჩვენი საზოგადოების წევრები, რომლებიც ხელოვნური ბარიერით არიან გაყოფილი ჩვენი საზოგადოებიდან, ცხოვრობდნენ დაცულად, ჰქონდეთ სოციალური ჯანდაცვის, განათლების ისეთი პირობები, როგორიც აქვს ნებისმიერ სხვას ჩვენს ქვეყანაში. რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, საერთოდ, ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც რუსეთი ატარებს, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მათ შორის, აფხაზეთშიც, ეს არის ნათელი და ეს გადაწყვეტილებები რასაც ვხედავთ და სხვათა შორის, რამაც ბევრი უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზეთში, მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეებისთვის არის გაუგებარი თუ რას სთავაზობს საოკუპაციო რეჟიმი მათ და მათი მომავალი არის ბუნდოვანი და ძალიან საშიში მით უმეტეს, როცა ომის ფონზე გაწვევის პროცესი აქტიურდება, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ ყველაფერს და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მივცემთ მიმდინარე მოვლენებს", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×