რეზონანსი
03.10.2022

კრემლმა მოისმინა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, შიშობენ თუ არა კრემლში, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დაჩქარებულ რეჟიმში გადაწყდება.

მისი თქმით, სწორედ კიევის ალიანსის მიმართ ორიენტაცია გახდა რუსეთის „სპეცოპერაციის" დაწყების ერთ-ერთი მიზეზი.

„ჩვენ ნამდვილად მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებები, ასევე ვნახეთ სხვადასხვა რეაქცია ნატო-ს მხრიდან - არის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ დაჩქარებული გაწევრიანების ამ ვარიანტს, არიან ქვეყნები, რომლებიც არ უჭერენ მხარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მიუთითებს კონსენსუსის წესზე. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ გადაწყვეტილებას და გვახსოვს, რომ სწორედ ნატო-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი", - განაცხადა პესკოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×