რეზონანსი
02.10.2022

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად შემცირდა.

მისი თქმით, გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა.

"მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში, იგი დაუბრუნდა წინა პერიოდის ნიშნულს და მერყეობს 6 ათასის ფარგლებში. ამავე დროს, გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა და თითქმის უტოლდება შემოსულთა რაოდენობას", - თქვა მან

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 17 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში შემოვიდა რუსეთის 78 742 მოქალაქე, 28-29 სექტემბერს კი - 15 751.

რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეები შემოდიან.

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, გაწვევას ექვემდებარება ის, ვინც რეზერვში იმყოფება და აქვს შესაბამისი სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება. სამთავრობო პორტალზე "Explain.rf" ნათქვამია, რომ "პრიორიტეტულად" მობილიზებას ექვემდებარებიან 35 წლამდე რიგითები და სერჟანტები, 50 წლამდე უმცროსი ოფიცრები, 55 წლამდე უფროსი ოფიცრები. Meduza-ს ინფორმაციით, ჯარისკაცები და სერჟანტები რეზერვში არიან 50 წლამდე, გენერლები კი უკვე 70 წლამდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×