რეზონანსი
02.10.2022

​ცოფისგან მხოლოდ აცრა გვიცავს, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი აცრილი გვგონია, მაგრამ ვაქცინა არ მუშაობს, რადგან ვადაგასულია. სახელმწიფო კონტროლმა ამჯერად ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა. შედეგი საგანგაშოა - გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინა, მეორადი შპრიცები და ანტისანიტარია. საგულისხმოა, რომ ცოფი ვირუსია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში ათიათასობით ადამიანს კლავს.

დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე შეუქცევადი დაზიანებით მიმდინარეობს და 100-დან 100-ს პროცენტში ფატალურად სრულდება. ამის მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ ვეტერინარები, რომლებსაც ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად პირადი კეთილდღეობა აღელვებთ.

ვადაგასული პრეპარატები, უმაცივროდ შენახული ვაქცინები, უკვე გამოყენებული შპრიცები ვეტერინარულ კლინიკებში სახელმწიფო კონტროლმა აღმოაჩინა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×