რეზონანსი
02.10.2022

სექტემბრის დასაწყისში, თბილისში ყოფნისას ევროპარლამენტარმა ვილოა ფონ კრამონმა თქვა, რომ თითქოს ამერიკელი პარტნიორები ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის შემუშავებაში მონაწილეობდნენ რომელშიც ივანიშვილის დასანქცირებაზე იყო საუბარი. ეს ინფორმაცია „იმედთან" ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა უარყო.

„სიტყვა გაექცა, შეცდომა დაუშვა, წამოსცდა ის, რაც არ უნდა ეთქვა და ახლა ცდილობს თავის მართლებას. რასაც ახლა უწოდებს სისულელეს, ის თავად თქვა. სინამდვილეში ყველაფერი არის ხელის გულზე. ხელმისაწვდომია ჩანაწერები, სადაც პირდაპირ ამბობს ვიოლა ფონ კრამონი, რომ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა ევროპარლამენტის რეზოლუციის კონკრეტულად ის ნაწილი, რომელიც სანქციებს ეხებოდა. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი, ისევე როგორც მთლიანად სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილი და გვარამია უნდა გამოვიდნენ გარეთ, არ უნდა მოიხადონ სასჯელი მძიმე დანაშაულებისთვის. მეორე მხრივ, რეზოლუცია ითხოვს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას. რა თქმა უნდა, ეს მოკლებულია ყოველგვარ ღირსებას", - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა ქმედებაზე და განცხადებაზე, რომელიც უსამართლოა და ემსახურება საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაციას, პასუხის გაცემა აუცილებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. რადგან მმართველი გუნდისთვის დასავლეთი პირველ რიგში ღირებულებებია და არა ცალკეული ადამიანების განცხადებები.

„გვახსოვს, რომ 2004-2012 წლებში ამის საპირისპირო ღირებულებები იყო დამკვიდრებული ჩვენს ქვეყანაში, როდესაც დამნაშავეები არ ისჯებოდნენ და უდანაშაულო ადამიანები მრავლად იყვნენ ციხეებში. სწორედ ეს არის ღირებულებებიდან აცდენა. როდესაც იგივეს ითხოვს ევროპარლამენტის რეზოლუცია - დამნაშავეების გარეთ გაშვებას და უდანაშაულო ადამიანების დასჯას, ეს მთლიანად აცდენილია ევროპულ ღირებულებებთან", - აცხადებს კობახიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×