
ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლო დავის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„არ მიმაჩნია სწორად დოროყაშვილი-ბასილაშვილის ოჯახურ საქმეზე პირადი საკითხების საჯაროდ გამოტანა და საცვლების ფრიალი.
ეს არც მტყუან-მართალს დაადგენს და არც ძალადობას შეამცირებს სხვა ოჯახებში.
ყველაზე მეტად კი დაზარალდება მათი საერთო შვილი.
რა მიზანი აქვთ მედიასა და მხარეთა დამცველებს, არ ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ რაც უფრო შორს მიდიან, ვითარებას მით უფრო ამძიმებენ და ასაზიზღრებენ.
დაველოდოთ სასამართლოს, გამოიტანოს განაჩენი და მერე დაიწეროს. არ შეიძლება?
ასე ყველაფერზე და განურჩევლად წერა, არიქა, სკანდალიაო, მართებული არმგონია", - წერს გოგა ჩანადირი.