რეზონანსი
02.10.2022

რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის განცხადებით, არსებული კრიზისი საფრთხეს უქმნის ბირთვულ ესკალაციას უკონტროლო გლობალური შედეგებით.

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ადამიანების წინაშე რომის პაპმა ასევე მოუწოდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის იყოს ღია ნებისმიერი სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის.

„ჩემი მიმართვა უპირველეს ყოვლისა ეხება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. ვევედრები მას შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის ეს სპირალი, თუნდაც თავისი ხალხის სიყვარულით. მეორე მხრივ, თანაბრად იმედიანად მივმართავ უკრაინის პრეზიდენტს, ღია იყოს სერიოზული სამშვიდობო წინადადებისთვის. საერთაშორისო ცხოვრების ყველა პროტაგონისტს და ერების პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებ გააკეთონ ყველაფერი, რათა ბოლო მოეღოს მიმდინარე ომს სახიფათო ესკალაციებში ჩათრევის გარეშე, ხელი შეუწყონ და მხარი დაუჭირონ დიალოგის ინიციატივებს" - განაცხადა რომის პაპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×