კრასნოდარელმა რეპერმა 27 წლის ივან პეტუნინმა 30 სექტემბერს თავი მოიკლა. კრასნოდარელი მუსიკოსის ცხედარი, რომელიც ცნობილია შემოქმედებითი ფსევდონიმით Walkie, მრავალსართულიანი კორპუსის მახლობლად, კონგრესისნაიას ქუჩაზე იპოვეს.
თვითმკვლელობამდე ჩაწერილ ვიდეოში თქვა, რომ მას არ ჰქონდა უფლება „ხელში აეღო ავტომატი და ხალხისთვის ესროლა".
ვიდეოში ასევე ამბობს, რომ არ სურს მობილიზაციაში ჩართვა. ხელოვანის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეეძლო გადავადება, მაგრამ ივანე დარწმუნებული იყო, რომ მობილიზაცია მას მალე მაინც შეეხებოდა.
„მე არ შემიძლია და არ მინდა მკვლელობის ცოდვა ჩემს სულზე ავიღო. მე არ ვარ მზად მოვკლა ადამიანი რაიმე იდეალებისთვის. ჩემთვის ომში ან უბრალოდ ისე ადამიანის მოკვლა არის ის, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. მე არ მაქვს უფლება ავიღო ავტომატი და ვესროლო ხალხს..."
ამ დროისთვის, ვიდეო მიმართვა უკვე წაშლილია ტელეგრამის არხიდან...