რეზონანსი
01.10.2022

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნებზე 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობამ 21,1% შეადგინა, ჯამში სასურველ კანდიდატს ხმა 486 პირმა მისცა.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება. გაგაცნობთ ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათის მდგომარეობით - საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 21,1 % შეადგინა, რაც არის 486 ხმა. საარჩევო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს არჩევნების სანდოობის მაღალ ხარისხს და გამჭვირვალე გარემოს. ამ მიზნით, საარჩევნო უბნებზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, რომლებიც პირველად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე იყო გამოყენებული. კაბინები წინა მხრიდან არის ამოჭრილი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა არის ფარული და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის შენობაში ფოტო- ვიდეო გადაღება. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებას, ვიდეომასალა აიტვირთება „გუგლ დრაივის" პლატფორმაზე. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და გააკეთონ საკუთარი არჩევანი",- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×