რეზონანსი
01.10.2022

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილება დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების ანექსირების შესახებ, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. ამის შესახებ აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ანკარას არ უღიარებია ყირიმის ანექსია უკანონო რეფერენდუმის შემდეგ 2014 წელს და ყოველ ჯერზე ხაზს უსვამდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას ომის დარეგულირების კუთხით, რომელიც უფრო ფართომასშტაბიანი ხდება, სამართლიანი მშვიდობის საფუძველზე, რომელიც მიიღწევა მოლაპარაკებების გზით", - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×