რეზონანსი
29.09.2022

30 აგ­ვიტ­სოს მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა პრი­მა­დო­ნამ, რო­გორც ჩანს, გა­და­წყვი­ტა, სა­ბო­ლო­ოდ გა­წყვი­ტოს კავ­ში­რი რუ­სეთ­თან, რად­გან 29 სექ­ტემ­ბერს ალა პუ­გა­ჩო­ვამ სკო­ლი­დან უმ­ცრო­სი შვი­ლე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნა და სა­ზღვარ­გა­რეთ გაფ­რინ­და.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალამ მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე მდიდ­რუ­ლი სა­სახ­ლე კვლავ ფა­რუ­ლად და­ტო­ვა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ღე­რა­ლი შვი­ლებ­თან, ლი­ზას­თან და ჰა­რის­თან ერ­თად, ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან ის­რა­ელ­ში გა­რინ­და. მისი დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. მომ­ღე­რალს უკან და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი ბი­ლე­თე­ბი არ აუ­ღია...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ვე­ლად ვარ­სკვლა­ვურ­მა ოჯახ­მა რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე და­ტო­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­გორც გალ­კი­ნი (ამ­ჟა­მად რუ­სეთ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტად) და პუ­გა­ჩო­ვა აცხა­დებ­დნენ, რომ ისი­ნი და­გეგ­მილ შვე­ბუ­ლე­ბა­ში წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ შემ­დეგ ხალ­ხის­თვის ცხა­დი გახ­და, რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რობ­დნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვარ­სკვლავ­მა პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა და ლი­ზამ და ჰა­რიმ ახა­ლი სას­წავ­ლო წელი ჩვე­ულ გა­რე­მო­ში და­ი­წყეს.

ალას დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ რუ­სეთ­ში მაქ­სიმ გალ­კი­ნი უცხო­ურ აგენ­ტად აღი­ა­რეს, რის შემ­დე­გაც პრი­მა­დო­ნამ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა მე­უღ­ლის მხარ­და­სა­ჭე­რად და სთხო­ვა, მის­თვი­საც მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა უცხო­უ­რი აგენ­ტის სტა­ტუ­სი. მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალა ბო­რი­სოვ­ნა არ დარ­ჩე­ბო­და რუ­სეთ­ში - მო­აგ­ვა­რებ­და საქ­მე­ებს და დაბ­რუნ­დე­ბო­და ქმარ­თან. და, რო­გორც ჩანს, ასეც მოხ­და.

წყარო: „ambebi.ge“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×