რეზონანსი
29.09.2022

სექტემბერში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების ფონზე, რუსეთში სახელმწიფო ინსტიტუტების რეიტინგებმა იკლო.

გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის - აგვისტოში კი ეს მაჩვენებელი - 24% იყო.

6 პროცენტით შემცირდა ვლადიმერ პუტინის საქმიანობის დადებითი შეფასებაც. თუ ბოლო სამი თვის განმავლობაში, გამოკითხულთა 83% დადებითად აფასებდა მის მუშაობას, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 77%-ია.

კითხვაზე - მოგწონთ თუ არა ვლადიმერ პუტინის საქმიანობა? გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ კი, ხოლო 21 % - არა.

გამოკითხვის შედეგებს რუსული ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრი" აქვეყნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×