რეზონანსი
28.09.2022

კრემლმა გადაწყვიტა არ იჩქაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ოფიციალური ანექსია და საზღვრების სრული ჩაკეტვა - ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს იმისათვის, რომ მობილიზაციით უკმაყოფილო რუსები კიდევ უფრო მეტად არ აღაშფოთონ. ამის შესახებ გამოცემა Meduza რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. აღნიშნულ გამოცემას რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი აქვს.

გამოცემის წყაროების თქმით, კრემლმა გადაწყვიტა „არ ააჩქაროს საქმეები", რადგან „ამისგან პიარის ეფექტი თითქმის ნულის ტოლი იქნება" ქვეყანაში მიმდინარე მობილიზაციის ფონზე.

წყაროების მიხედვით, „ყველა მაინც იქნება მიერთებული რუსეთს, ოღონდ აუჩქარებლად", რადგან, ჯერჯერობით, კრემლმა ვერ შეძლო რუსების დარწმუნება, რომ რუსეთს ეს ტერიტორიები პრინციპულად სჭირდება.

ამავდროულად, გამოცემას ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ, რომელიც კრემლთან არის დაახლოებული, ტერიტორიების ოფიციალური „ანექსიის" შეფერხება შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურს „დატოვოს სივრცე" უკრაინაზე დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებებისთვის.

წყაროს ცნობით, პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სალაპარაკო არაფერია, რადგან ის თითქოს დასავლეთიდან კონტროლდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×