რეზონანსი
28.09.2022

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ლუკაშენკო არაოფიციალური ვიზიტით არაღიარებულ რესპუბლიკაში დღეს დილით ჩავიდა.

არსებული ინფორმაციით, ლუკაშენკო ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას ხვდება.

შეხვედრაზე მხარეები ორმხრივ ურთიერთობას, სავაჭრო-ეკონომიკურ თანნამშრომლობას, საერთაშორისო ვითარებას, გამოწვევებსა და საფრთხეებს გაანალიზებენ.

გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს.

26 სექტემბერს, სამუშაო ვიზიტით ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ჩავიდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×