რეზონანსი
28.09.2022

უკრაინაში გერმანიის ელჩის, ანკა ფელდჰუზენის განცხადებით, ნატოში ყოველდღე მსჯელობენ იმაზე, როგორ უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ აჩვენა, რომ ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ იმას, რასაც პუტინი ამბობს. მის შემთხვევაში ჩვენი ლოგიკა უბრალოდ არ მუშაობს. ეს ნამდვილად ბირთვული შანტაჟია, მაგრამ არ შეიძლება ფიქრი, რომ არაფერი მოხდება. ეს რეალური საფრთხეა. ჩვენ იანვარშიც ვფიქრობდით, რომ არაფერი მოხდებოდა, მაგრამ თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კითხვა, რა უნდა გაკეთდეს, თუ პუტინი „წითელ ხაზს" გადაკვეთს და ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, ნატოს შტაბ-ბინაში უნდა დასვათ. გერმანია ნატოს წევრია და ჩვენ ვიმოქმედებთ, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, მხოლოდ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ნატო, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო ალიანსია. მერწმუნეთ, ახლა ისინი ყოველდღე საუბრობენ იმაზე, თუ როგორ უნდა უპასუხონ რუსეთს ბირთვული დარტყმის შემთხვევაში", - აცხადებს გერმანიის ელჩი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×