რეზონანსი
27.09.2022

აშშ არ ეწინააღმდეგება უკრაინის მიერ დასავლური იარაღის გამოყენებას იმ რეგიონების დასაბრუნებლად, სადაც რუსეთმა "რეფერენდუმები" ჩაატარა. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ინდოელ კოლეგასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, უკრაინას აქვს უფლება დაიბრუნოს ტერიტორიები, რომელიც რუსეთმა დაიპრყო.

"ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ უკვე ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ: ჩვენ არ ვაღიარებთ და, რეალურად, არც არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას... უკრაინას აქვს სრული უფლება დაიცვას თავი მთელ თავის ტერიტორიაზე, კერძოდ, დაიბრუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც ამა თუ იმ გზით დაიპყრო რუსეთმა", - განაცხადა ბლინკენმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იარაღი, რომელსაც აშშ და სხვა ქვეყნები აწვდიან უკრაინას, ძალიან ეფექტიანად იქნა გამოყენებული ტერიტორიები დასაბრუნებლად.

"უკრაინელები გააგრძელებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ, რომ დაიბრუნონ მიწა, რომელიც მათ წაართვეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში", - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×