რეზონანსი
27.09.2022

აქ არიან ადამიანები დასახელებულები, ვისთან მიმართებითაც, ობიექტურობასთან, მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია, სწორედ მათივე განცხადებებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ სახალხო დამცველის კანდიდატურებზე საუბრისას განაცხადა.

„მაგალითად, ბატონი ბურჯანაძე, პოლიტიკურ დღის წესრიგშია თავიდან ბოლომდე და ამას არც ნალავს. ეს რა თქმა უნდა არის მოცემულობა და ეს ფაქტია, რომ ობიექტურად ხელშემშლელია“, - აცხადებს ოხანაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის კანდიდატურები შეარჩიეს. მესამე სექტორის რჩეულები გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გახდნენ. განაცხადების მიღება პარლამენტში 29 სექტემბერს დასრულდება. პარლამენტის თავმჯდომარესთან დღეს შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი თემა იმ კომისიის შემადგენლობა იყო, რომელმაც ომბუდსმენის კანდიდატურები უნდა შეარჩიოს და შეაფასოს. ცხრა კანდიდატით დაკომპლექტებული სია, შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×