რეზონანსი
27.09.2022

უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზე არის მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფო ინტერესებს და არა რომელიმე ჟურნალისტის მოსმენას, - ასე უპასუხა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას „რატომ უსმენენ ჟურნალისტებს აქტიურად“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უკანონო მოსმენები არ მიმდინარეობს

„ვინმემ გამოიყენა თქვენ წინააღმდეგ, დაგაშანტაჟათ თუ რა, საიდან მოგაქვთ? თქვენ შექმენით. რომელი „კრებსები“ იყო? აუდიო, ვიდეო? სპექტაკლი რომ დადგით, აგენტი 001 და აგენტი 007 ? მაშინ კეთილი ინებეთ, გამოძიებამ თქვენ მოგწერათ და გადმოგვეცით ის მასალები, რომლებიც ხელთ გაქვთ. რატომ არ აძლევთ? გადაეცით მასალები, თუ გინდათ გარკვევა, მაგრამ შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემქმნელები არა სუს-ი, არამედ თქვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელები არიან“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×