რეზონანსი
26.09.2022

მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, გიორგი მუმლაძე ამტკიცებს, რომ “ენმ”-ის ოფისში მას და კიდევ 6 ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მაშინ, როცა ნიკა მელიასთან შესახვედრად მივიდა და ამ დაპირისპირებაში მონაწილეობდა ნიკა მელიაც, მისი დაცვის წევრებიც, მძღოლი და სხვა პირებიც, ამის შემდეგ კი “ენმ”-ის წევრები ემუქრებიან.

მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლის თანახმადაც, მათ რიგებში სუს-ის აგენტი ჰყავთ.

მუმლაძის თქმით, ნიკა მელია მისი და მისი მეგობრების დანახვამ და ასევე მისმა ფეისბუქ-აქტივობამ გააღიზიანა და პროვოკატორი უწოდა, რასაც მისი მხრიდან სიტყვიერი პასუხი, მელიას გარემოცვიდან კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მუმლაძე ამბობს, რომ თუკი ვინმეს სურს "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა და ოლიგარქ ივანიშვილთან ბრძოლა, მელიამ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი უნდა დატოვოს. 

"მითხრა - შენ ხარ პროვოკატორი, რაზეც ჩემი მხრიდან არ დავმალავ იყო ასეთი რამე - მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც. ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რეალურად, მისი დაცვის წევრების ნაწილი, ასევე მძღოლი და კიდევ სხვა პირები ჩართული იყვნენ ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

რაც შეეხება ნიკა მელიას, რაღაც მომენტში პირიქით, წამახალისებელი იყო ამ დაპირისპირების. დღეს ასტრალში გავიდა ერთ-ერთი და პირადში დაიწყო მუქარა, რომ გამიხვრეტდა შუბლს. ეს ხალხი მოქმედებს ქართული ოცნების ხელდასმით და დაფარებით, თორემ ამას ვერ გაბედავდნენ, ეს ადამიანი არის თენგო სანაია.

გვინდა კარგი, ძლიერი იარაღი ბიძინა ივანიშვილთან და რუს ოლიგარქიასთან საბრძოლველად? მაშინ ყველამ ერთად ვთქვათ - წავიდეს ნიკა მელია", - თქვა გიორგი მუმლაძემ.

ამ ბრალდებებზე ჯერჯერობით ნაციონალურ მოძრაობაში საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×