რეზონანსი
25.09.2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ უკრაინის გვერდით და იგნორირება გაუკეთონ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარებს.

მან მოუწოდა თანამოაზრე დემოკრატიებს, იყვნენ მტკიცენი "ავტოკრატიული რეჟიმების" წინააღმდეგ.

"ჩვენ არ უნდა მოვუსმინოთ მის მის ყალბ მუქარას. ამის ნაცვლად, ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის რუსეთზე გავაგრძელოთ სანქციების დაწესება და უკრაინელების მხარდაჭერა", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

ტრასის თქმით, პუტინი უკრაინაში შეჭრის ესკალაციას ახდენს, რადგან ის არ ვერ იმარჯვებს.

"ვფიქრობ, ის არ ელოდა თავისუფალი სამყაროს რეაქციის სიძლიერეს", - განუცხადა ტრასმა CNN-ს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×