რეზონანსი
25.09.2022

საქართველოს მოქალაქის, ელისო ჯანაშიას ინფორმაციით, რუსმა ტურისტებმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

შემთხვევა თბილისში მოხდა. მისივე თქმით, მან პოლიციას უკვე მიმართა, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

"ეს მოხდა თბილისი მოლში, ვიჯექი, ვმუშაობდი და ცოტა მოშორებით იჯდა რუსულად მოსაუბრე ჯგუფი, ტურისტები იყვნენ თითქოს. ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და შენიშვნა მივეცი, რომ ცოტა ხმადაბლა ილაპარაკეთ, ვმუშაობ და ხელი მეშლება-თქო. გინებაზე რომ გადმოვიდა, მეც უხეშად ვუპასუხე, უხეშად რომ ვუპასუხე, შეხედეთ ქართველ ნაცისტებს, როგორ იქცევიანო, მაშინ ახლა გაჩვენებ ნაცისტები როგორები არიან-მეთქი და ჩავრთე უკრაინული სიმღერა.

ხელი გამარტყა რამდენჯერმე, მოქაჩვა უნდოდა, ფეხებს იქნევდა. პოლიციას ვურეკავ, რას აკეთებ-მეთქი, სულ ფეხებზე მკიდია შენი პოლიციაო და ვინც მასთან ერთად იყო, მან უთხრა მართლა რეკავს გაჩერდიო და გაჩერდა.

მე დავრეკე პოლიციაში, სანამ პოლიცია მოვიდოდა, ისინი უკვე აიბარგნენ, არ გვცალია შენი პოლიციის ლოდინისთვისო და წავიდნენ. ახლა ველოდები ადვოკატს, ვთვლი, რომ ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ ფიზიკური შეურაცხყოფის გამო", - ამბობს ელისო ჯანაშია.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×