რეზონანსი
25.09.2022

რუსეთი აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე დანაკარგებს განიცდის. ბოლო 24 საათში უკრაინელებმა ოთხი რუსული თვითმფრინავი, 5 უპილოტო საფრენი აპარატი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტთა თავდასხმები 8 მიმართულებით არის მოგერიებული.

უკრაინელების წარმატებული კონტრიერიშების ფონზე რუსეთი ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პროცესს აჩქარებს. სახელმწიფო დუმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიერთების საკითხს ამ რეგიონებში მოწყობილი ე.წ. რეფერენდუმების დასრულებისთანავე განიხილავს. პირველ დღეებში ფსევდორეფერენდუმზე კრემლისთვის სასურველი აქტივობა ვერ დაფიქსირდა, რის გამოც რუსეთმა ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლა გააძლიერა. პრორუსი სეპარატისტები რუს სამხედროებთან ერთად ადამიანებს სახლში აკითხავენ და რუსეთთან მიერთების სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×