რეზონანსი
25.09.2022

"დღევანდელი სახარება ჩვენ გვესაუბრება საუკუნო სიცოცხლეზე, ქრისტეს ზეციდან ჩამოსვლაზე, ჯვარცმაზე, ზეცად აღსვლასა და სარწმუნოების მნიშვნელობაზე, ვინაიდან მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება მარადიული სიცოცხლის მოპოვება, მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა განჭვრიტოს, როგორ გარდამოვიდა ზეცით ძე ღვთისა, როგორ განკაცდა; მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება მიხვდეს ადამიანი, თუ რა გააკეთა იესო ქრისტემ პირადად ყოველი ჩვენგანისთვის და მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა გამოასწოროს თავისი ცოდვები და შეუდგეს მადლიან სულიერ ცხოვრებას.

როგორც მოგახსენეთ, ნიკოდიმოსს ეს ყველაფერი ბოლომდე არ ესმოდა, მაგრამ უფალი მაინც ესაუბრება ამ დიდ საიდუმლოებებზე, ვინაიდან ეს არის სიტყვა ღვთისა. იესო ქრისტეს სიტყვა - ეს არის სიტყვა ჭეშმარიტებისა. იგი არის ჭეშმარიტება, მიუხედავად იმისა, გვესმის ჩვენ ეს თუ არა, გვაქვს თუ არა შესაბამისი სულიერი გამოცდილება.

ამიტომ, ძმანო და დანო, შეიძლება ჩვენც არ გვესმის დღეს ბოლომდე ეს საიდუმლოებები, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხოთ წმინდა წერილი, მაინც უნდა დავიმახსოვროთ, მაინც უნდა ვისწავლოთ, ვინაიდან თუ ჩვენ ასე ვიღვაწებთ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენც მთელი გულით ვიტყვით წმინდა პავლე მოციქულთან ერთად, რომლის ეპისტოლეც იყო დღეს წაკითხული სამოციქულოში და ეს სიტყვებიც იყო წაკითხული, რომ „ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე, გარდა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა", რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!", - თქვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, მეუფე შიომ ქადაგებაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×