რეზონანსი
25.09.2022

ბრიტანელმა კაცმა, ეიდენ ასლინმა, რომელმაც 5 თვე რუსების ტყვეობაში გაატარა, მედიას პირველი ინტერვიუ მისცა.

„ძაღლზე უარესად მექცეოდნენ", - ამბობს ის.

ყოფილი ტყვის თქმით, ტყვეობისას, იმის გამო დაჭრეს და სცემდნენ, რომ სხეულზე უკრაინის გერბის გამოსახულების ტატუ აქვს. როგორც კაცი იხსენებს, ტყვეებს აიძულებდნენ, ყოველ დილით რუსეთის ჰიმნი ემღერათ.

„მას შემდეგ, რაც დამჭრეს, მეკითხებოდნენ, სწრაფად სიკვდილი მინდოდა თუ „ლამაზად სიკვდილს" ვამჯობინებდი. პატიმრებს ყოველ დილით უნდა ემღერათ რუსეთის ჰიმნი. თუ არ იმღერებდი, ამისთვის დაისჯებოდი - გცემდნენ", - იხსენებს ეიდენ ასლინი. ​

ასლინის თქმით, ორკაციან საკანში 4 ადამიანთან ერთად იყო და მორიგეობით იძინებდნენ ტილებით სავსე ხალიჩაზე.

„ტუალეტი არ გვქონდა", - ამბობს ის. ყოფილი ტყვე იხსენებს, რომ, სამი კვირის განმავლობაში, პურის მცირე ზომის ნაჭრებისა და და წყლის მეტი არაფერი მიუღიათ.

ასლინი იმ 10 ტყვეს შორისაა, რომლებიც, საუდის არაბეთის ცნობით, შუამავლობის შედეგად, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს.

როგორც BBC წერს, ასლინი აპრილში, ქალაქ მარიუპოლში, ბრძოლის დროს ჩავარდა ტყვედ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×