რეზონანსი
25.09.2022

პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე მინიმუმ იმას მაინც უნდა აკეთებდეს, რომ არ იტყუებოდეს ყოველ ნაბიჯზე. მთელი ორი თვე ხოშტარია იტყუებოდა თითქოს უკრაინელებს ხალხისგან მიღებული შემოწირულებებით ეხმარებოდა და ახლა ეტყობა აიძულეს ეღიარებინა ვისი ფულით აკეთებს ამას და ვინ არის მისი ფინანსური პარტნიორი, პატრონიც და კურატორიც, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ელენე ხოშტარიას ფეისბუქ-პოსტს.

„ისე მოსკოვიდან მიღებული მილიონებიც შეეძლო მოეხმარებინა უკრაინელი ლტოლვილებისთვის თუ მათი დახმარება უნდოდა, მაგრამ ხომ პოლიტიკური პიარისთვის სჭირდება ეს ყველაფერი და კეზერაშვილის ფულებით რატომაც არა! სხვათა შორის, ამ "აღიარებით" კიდევ უფრო გაამყარა არგუმენტი, რომ თუ ვინმეა ოლიგარქი სწორედ კეზერაშვილი (ფლობს ტელევიზიებს, აფინანსებს პარტიებს და ა.შ.) კრიმინალ კეზერაშვილთან პარტნიორობის აღიარებით, ხოშტარიამ საკუთარ ისედაც მინიმალურ პოლიტიკურ რენომეს და მომავალს მსხვილი ხაზი გადაუსვა", - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×