რეზონანსი
24.09.2022

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთთან კომუნიკაციის აღდგენის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოფიციალური პეკინის პოზიცია კიევთან მიმართებაში ორაზროვანია.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე პეკინთან კავშირის სხვადასხვა ხაზები არსებობდა, არსებობდა ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობა.

„ვისურვებდი, რომ ისინი უკრაინას დაეხმარონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მანამდე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთს, როგორც რუსეთის მთავარ ეკონომიკურ მოკავშირეს და ძლიერ ქვეყანას, შეუძლია, რუსეთს საკუთარი ადგილი მიუჩინოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×