რეზონანსი
24.09.2022

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის თქმით, "ირანი მტკიცედ უნდა გაუმკლავდეს საპროტესტო გამოსვლებს", - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

რაისის თქმით, საპროტესტო გამოსვლებს ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო რაც, ისლამური რესპუბლიკის "მორალის პოლიციის" მიერ დაკავებული ქალი დაიღუპა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კი საპროტესტო აქციების შედეგად სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა, პროტესტი კი ქვეყნის 31 პროვინციში გავრცელდა.

​შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, რასაც შეტაკებებიც მოჰყვა, არიან დაღუპულებიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×