რეზონანსი
24.09.2022

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამჟამად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 500 რუსი „ბოევიკი" იმყოფება. ამის შესახებ მან ფრანგულ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა.

"რუსეთმა დაიპყრო ეს ატომური ელექტროსადგური. ახლა იქ უკრაინის ტექნიკური პერსონალი იმყოფება, მაგრამ ისინი როგორც ტყვეები არიან, ვინაიდან იქ, ტექნიკის გარდა, 500 „ბოევიკი" იმყოფება. ეს უკვე დაადასტურა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ახლა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გათიშულია და პერსონალი იბრძვის, რომ ექვსიდან ერთი ბლოკი მაინც ჩართოს. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი არ არის ელექტროსადგურის მუშაობით დაინტერესებული და მათი მიზანია, რომ დენი უკრაინის რეგიონებსა და ევროპას არ მიეწოდებოდეს.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ელექტროსადგურზე ატომური აფეთქების საშიშროებაზე და განაცხადა, რომ ჩერნობილში ერთი ბლოკი აფეთქდა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კი ექვსი ბლოკია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×