რეზონანსი
24.09.2022

„თბილისიმარათონი 2022"-თან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, 25 სექტემბრის 00:00-დან 11:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მოძრაობა თავისუფლების მოედანზე შეზღუდული იქნება და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ.

გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მარჯანიშვილის მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან.

გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასალის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი, მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე, შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას.

ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე, შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასალის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის.კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასალის ქუჩას და მოძრაობას კრწანისის მოედნის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ.

„თბილისიმარათონის" მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:

N301, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, გულუას ქუჩის საშუალებით უკან მობრუნდებიან, გულუას მოედნიდან კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N362 და N368 სადგურის მოედნიდან გადაადგილდებიან ნინოშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ჩიტაიას ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ; ავტობუსები: N328 და N353 ჩიტაიას მოედნიდან მგზავრებს ჩიტაიას ქუჩის გავლით, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების საშუალებით მოემსახურებიან და სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების გავლით, ჩიტაიას მოედანს დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ავტობუსები: N306 და N308 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; N342, N352, N358, N326, N314 და N311 ავტობუსები იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე; N316, N324, N364, N374, N380, N382, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქუჩა N11-მდე; ავტობუსები: N359 და N388 ვაკიდან იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N337 იმოძრავებს აეროპორტიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, შემდეგ გადავა ქეთევან დედოფლის გამზირზე და მეტროსადგურ„ისნის" გავლით, გზას დადგენილი სქემით, აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს.

ავტობუსი N331 კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან იმოძრავებს მეტროსადგურ„ისნის" მიმართულებით და „ისნიდან" უკან, კრწანისის ქუჩის მიმართულებით დაბრუნდება; N310 ავტობუსი იმოძრავებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან გმირთა მოედნამდე და უკუმიმართულებისას, გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით გადაადგილდება; ავტობუსი N300 სადგურის მოედნიდან იმოძრავებს მარიჯანის ქუჩის მიმართულებით; N391 ავტობუსს დადგენილი მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან იმოძრავებს სააკაძისა და გმირთა მოედნების, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბრამდე". უკუმიმართულებისას,მეტროსადგურ „ავლაბრიდან" ბუხაიძისა და ჩიქობავას ქუჩების გავლით,ავტობუსი გადაინაცვლებს ჩიტაიას მოედანზე, შემდეგ კი, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებით თამარ მეფის გამზირს, გმირთა მოედანს, სააკაძის მოედანსა და გოთუას ქუჩას დაუკავშირდება.

ავტობუსი N333 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩისკენ იმოძრავებს, დაუკავშირდება ბუშის ქუჩას, რის შემდეგაც, ლეხ კაჩინსკის, ზურაბაშვილის, წურწუმიას ქუჩისა და ავლაბრის მოედნის გავლით,სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება ევროპის მოედანს, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს და იმოძრავებს წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაინაცვლებს და სვლას არსებული სქემით განაგრძობს.

რაც შეეხება N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529-ს, აღნიშნული მიკროავტობუსები სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით, გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით იმოძრავებენ; მიკროავტობუსები: N532 და N541 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და შემდეგ უკან, დადგენილი სქემით; მიკროავტობუსები: N472, N534 და N540 ავლაბრის მოედნიდან გზას კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, შემდეგ ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან თამარ მეფის გამზირს და გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები ავლაბრის მოედანთან მისასვლელად, გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირს, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს გაივლიან, ევროპის მოედანზე დატრიალდებიან და ბარათაშვილის აღმართიდან არსებული სქემით იმოძრავებენ.

N427 მიკროავტობუსი იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე; მიკროავტობუსები: N462 და N528 ავლაბრის მოედნიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით, სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედანთან მისასვლელად, მიკროავტობუსები გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ, ევროპის მოედანზე დატრიალდებიან და ბარათაშვილის აღმართიდან დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

მიკროავტობუსი N480 იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნამდე" და უკან; N550 მიკროავტობუსი იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე; N536 მიკროავტობუსი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით, შემდეგ ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით, ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი ხეთაგუროვის, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით, თამარ მეფის გამზირს დაუკავშირდება და წინამძღვრიშვილის ქუჩის საშუალებით, მოძრაობას წერეთლის გამზირზე, დადგენილი სქემით განაგრძობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×