რეზონანსი
24.09.2022

უკრაინის მიერ ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის გაუქმებასა და უკრაინაში ირანის დიპლომატიური უწყების პერსონალის რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილების გამო, ირანი წუხილს გამოთქვამს და კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს. ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს.

როგორც გუშინ უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის მიერ რუსეთისთვის უპილოტო საფრები აპარატების მიწოდების საპასუხოდ მიიღეს.

ამასთან, კიევში აცხადებენ, რომ თეირანის მიერ რუსეთისთვის დრონების მიწოდება ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების მიერ ღიად დაფიქსირებულ ნეიტრალიტეტსა და უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

მედიის ცნობით, აკრედიტაციის გაუქმების შემდეგ, უკრაინაში ირანის ელჩი მოვალეობას ვერ შეასრულებს და თეირანში უნდა დაბრუნდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×