რეზონანსი
18.08.2022

ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, აკრძალულ პირთა სიაში მილიონ ხუთასი ათასამდე ადამიანი შევიდა. განახლებული მონაცემები შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა. პირველი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 2 000-მდე ფიზიკური პირი, აქედან, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, 23 მოქალაქე, ხოლო პირდაპირი მიმართვის საფუძველზე, აღრიცხულია 1907 ადამიანი. ონლაინ სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში ცვლილება, პრემიერის ინიციატივით, პირველი მარტიდან შევიდა.

„პრემიერ-მინისტრის ძალიან სწორმა ინიციატივამ თავისი დიდი შედეგი გამოიღო; მილიონ-ნახევარი ადამიანია, რომელიც აკრძალულ პირთა სიაშია, ეს კი ნიშნავს მილიონ-ნახევარ გადარჩენილ მომავალს და სიცოცხლეს. აზარტულ თამაშებში ჩართულობა იყო საზოგადოების ძალიან დიდი პრობლემა. ყოველივე ეს დადებითად აისახება როგორც საზოგადოებაზე, ისე ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. კონტროლის სისტემა არის მაღალ დონეზე, როგორც ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს და მართლმსაჯულების სხვა ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×