რეზონანსი
18.08.2022

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი – ბერდია ჯოხაძე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 15 ქართველი მეომარი დაიღუპა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×