
18 აგვისტოდან ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემასაც წყვეტს. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ ესტონეთში ვერც რუსეთის ის მოქალაქეები ჩავლენ, რომლებსაც შენგენის ვიზები უკვე აქვთ. ასეთი კი დაახლოებით 50 ათასი ადამიანია.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს თქმით, ქვეყანა რუსებისთვის სტუდენტური, სამუყშაო და საქმიანი ვიზებისთვის საბუთების მიღებასაც შეწყვეტს.
გამონაკლისი იქნებიან რუსი სტუდენტები, რომლებიც ესტონეთში სწავლობენ, მათ ვიზის 1 წლით გახანგრძლივება შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწავლას 1 წელში ასრულებენ.