რეზონანსი
17.08.2022

ქაბულის მეჩეთში, საღამოს ლოცვის დროს, ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი" თვითმხილველებზე და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა დაუზუსტებელია.

როგორც მოძრაობა „თალიბანის" წარმომადგენელმა მედიასაშუალებას განუცხადა, დაშავებულების ან გარდაცვლილების რიცხვი 35-ს აღემატება.

ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას" ინფორმაციით, მსხვერპლთა რიცხვი 20-ს შეადგენდა.

ქაბულის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების მონაცემებით, მათ აფეთქების შედეგად დაშავებული 27 პაციენტი მიიღეს, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×