რეზონანსი
17.08.2022

ხობი-ფოთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას 50 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედეს ვიტო“ და „ჰონდას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო  დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×