რეზონანსი
17.08.2022

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვლის, რომ დასავლეთმა სანქციები უნდა დაუწესოს მის მიერ გამოვლენილ 6000 პირს.

ალექსეი ნავალნის თქმით, დასავლური ქვეყნები საკმარისს არ აკეთებენ იმისათვის, რომ დასაჯონ რუსი ოლიგარქები, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან.

ნავალნი მოითხოვს, დასავლეთის მთავრობებმა სანქციები დაუწესონ იმ ადამიანებს, რომლებსაც მისი ორგანიზაცია და ანტიკორუფციული ფონდი არასწორ ქმედებებში ადანაშაულებს.

"ჩვენ უნდა ვაიძულოთ უცხოელი ოფიციალური პირები, მხარი დაუჭირონ ჩვენ 6000 კაციან სიას და რეალურად გავაკეთოთ ის, რაც ხმამაღლა იყო გამოცხადებული ომის პირველი დღიდან მოყოლებული“, - წერია ნავალნის პოსტში

გარდა ამისა, ნავალნის თქმით, Forbes-ის სიის  200 რუსი ოლიგარქიდან, მხოლოდ 46-ს აქვს სანქციები დაწესებული  დასავლეთის მიერ. სხვები, კი პუტინთან მჭიდრო კავშირების მიუხედავად, გადარჩნენ.

ოპოზიციონერმა  დასავლეთს სთავაზობს 20-წლიანი მოგზაურობის აკრძალვას დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და ევროკავშირში რუსი ოფიციალური პირებისა და ოლიგარქებისთვის, რომლებიც საჯაროდ უჭერენ მხარს უკრაინაში ომს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×