რეზონანსი
15.08.2022

ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენს შეისყიდის არანაკლებ მინიმუმ 90 თეთრად, მიიღებს სუბსიდიის სახით 35 თეთრს, - ამის შესახებ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა ადგენს გარკვეულ პირობებს იმისთვის, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი.

„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მევენახისთვის - დაახლოებით 25 ათას მევენახეზე ვსაუბრობთ და დაახლოებით, 300-მდე საწარმოზე, რომლებიც ჩართულები იქნებიან რთველის პროცესში.

ეს არის აუცილებელი და უალტერნატივო გზა იმისთვის, რომ ჩვენ არ შევაფერხოთ ამ დარგის განვითარება და ხელი შევუწყოთ იმ დინამიკას რაც წლების განმავლობაში გვაქვს და შევინარჩუნოთ ეს დინამიკა. როგორც გითხარით, ზრდა გვაქვს პრიორიტეტულ ბაზრებზე, თუმცა უკრაინაში მიმდინარე სამწუხარო მოვლენებმა და ომმა ის ბაზარი, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი მსხვილი ბაზარი იყო - უკრაინა, აქ გვაქვს მნიშვნელოვანი შემცირება, დაახლოებით 50% გვაქვს შემცირება ექსპორტის და აქედან გამომდინარე, ამან გავლენა იქონია მთლიანად ექსპორტზე ღვინის პროდუქტების, სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტზე და აქედან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩვენ წელსაც ვეხმარებით დარგს, მევენახეებს და საწარმოებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დარგის განვითარების დინამიკა.

ბაზარი და სექტორი თავად არეგულირებს ფასს ხარისხის მიხედვით. შარშანაც საწარმოები ხარისხის მიხედვით იხდიდნენ ლარსაც და უფრო მეტსაც და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელსაც ასე იქნება. მაღალი ხარისხის ყურძნის ფასი, რა თქმა უნდა, იქნება მაღალი და ამას არეგულირებს ბაზარი. ჩვენ ვადგენთ გარკვეულ პირობებს იმისთვის, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და დარგს მივცეთ საშუალება, რომ განვითარდეს ამ პირობებში", - განაცხადა მინისტრმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×