რეზონანსი
15.08.2022

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, იმედოვნებს, რომ ყველა პუნქტი განსაზღვრულ ვადებზე ადრე შესრულდება.

"არის გარკვეული საკითხები, სადაც მუშაობაა გასაგრძელებელი. ბუნებრივია, ერთ დღეში ამხელა დოკუმენტის შესრულება შეუძლებელია. ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რაც გაწერილია. ეკონომიკურ ნაწილში, ფაქტობრივად უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებულია იმაზე ადრე, ვიდრე ეს ვადებით გვევალებოდა. ფინანსურ ნაწილში, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ნაწილებში პრაქტიკულად 100%-თან ძალიან ახლოს არის ის მოცემულობა, რაც სახეზე გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით. ბუნებრივია, რომ ყველა ვალდებულა სრულად იქნება შესრულებული იმ ვადებში, რა ვადებიც განსაზღვრულია.

შემიძლია გითხრათ, რომ საგადასახადო და საბაჟო ნაწილზე არამხოლოდ ჩვენი მხრიდან არის შესრულებული პირობები, არამედ შესაბამისი ერთობლივი მუშაობის შედეგად მათი მხრიდან დადასტურებულია, რომ ეს ვალდებულებები შესრულებულია. ამ ნაწილში სწრაფი ტემპით მივდივართ.

მოლოდინი მაქვს, რომ ყველა ის პირობა, რომელიც აღებული გვაქვს იმაზე ადრე შესრულდება, ვიდრე ეს ვალდებულებით გვქონდა განსაზღვრული",- აღნიშნავს მინისტრი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×