რეზონანსი
15.08.2022

ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. 15 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მინისტრმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანების პოვნის იმედი აღარ ქვთ. მისივე განცხადებით, არსებობს შენობის დარჩენილი ნაწილის ჩამონგრევის საფრთხე, რის გამოც დიდი რაოდენობით ტექნიკას ვერ იყენებენ.

ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები.

"ხანძარი ჯერ ლიკვიდირებული არაა, ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. 15 ადამიანი იქნა გადარჩენილი სამაშველო ოპერაციის შედეგად", - ამბობს არმენ მირზოიანი

ადგილზე დარჩენილი მასალის აალების შესაძლებლობა ისევაა. წინასწარი ცნობით, აფეთქება და ხანძარი პიროტექნიკის მაღაზიის საწყობში მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×