რეზონანსი
15.08.2022

დედის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს დღეს წარუდგენენ, იგივე პროცედურები ჩატარდება მისი მეგობრის მიმართაც.

თბილისში მკვლელობა გუშინ გამთენიისას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით არასრულწლოვანმა მეგობართან ერთად დედას დანით ჭრილობები მიაყენა. ორივე მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა.

"კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თავად აღიარა დედის მკვლელობის მოტივი, კერძოდ, 17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ 34 წლის ჟანა ხალილოვას, მის მშობელს, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის მეგობართან და სწორედ ამ საკითხის გასარკვევად, მეგობართან ერთად მივიდა დედის სახლში, ლილოს დასახლებაში, რის შემდეგაც გარკვეული საუბარი შედგა მშობელსა და ახალგაზრდებს შორის. ამის შემდეგ არასრულწლოვანმა დედას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, მათ შორის სასიკვდილო - ყელის არეში. შემდეგ კი დანაშაულის ადგილი ორივემ დატოვა.

19 წლის ახალგაზრდაც დაკავებულია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით.

ერთ-ერთი ვერსიით, დედის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი თავად მივიდა გარდაბნის პოლიციის განყოფილებაში და მისცა აღიარებითი ჩვენება, რის შემდეგაც ისიც და მისი მეგობარიც დააკავეს.

ორივე დაკავებულს, რომლებსაც ბრალად ედებათ ჟანა ხალილოვას მკვლელობა, ბრალს დღეს ოფიციალურად გააცნობენ.

დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის, ირაკლი ბენიას თქმით, არასრულწლოვანი გამოიკითხა და განხორციელდა სხვადასხვა საგამომძიებლო მოქმედებები. ბენია ამბობს, რომ არასრულწლოვანს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ადგილიდან მიმალვა არ უცია, პირიქით, იგი თავად გამოცხადდა პოლიციის საგამომძიებლო ორგანოში. ის ფაქტობრივ გარემოებებზე და მკვლელობის სავარაუდო მოტივის შესახებ არ საუბრობს.

დედის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი და მისი მეგობარი მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. ბრალის გაცნობის შემდეგ, სასამართლო იმსჯელებს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, სავარაუდოდ, საგამომძიებლო უწყება პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ადვოკატებს არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რა შუამდგომლობას დააყენებენ სასამართლოში.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×