რეზონანსი
15.08.2022

მსოფლიო მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. აქედან 50,5% მამაკაცია, ხოლო 49,5% ქალი. ასეთ მონაცემებს Countrymeters-ი გვაწვდის. ახლა მოსახლეობა წელიწადში 90 მილიონზე მეტი ადამიანით იზრდება.

მსოფლიოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ცხოვრობს 20 ყველაზე დასახლებულ ქვეყანაში. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 36% ცხოვრობს ჩინეთსა და ინდოეთში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ამჟამად ყველაზე დასახლებული ქვეყანაა მსოფლიოში, ინდოეთის მოსახლეობა ბევრად უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. 2023 წელს, სავარაუდოდ, ინდოეთი დაიკავებს პირველ ადგილს ამ რეიტინგში.

მათ გარდა, ყველაზე დასახლებული ქვეყნების ხუთეულში შევიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ინდონეზია და პაკისტანი.

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იდენტიფიცირებულია რელიგიურ ჯგუფთან. ყველაზე დიდი ჯგუფებია: ქრისტიანული (32%) და ისლამური (24%).

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×