რეზონანსი
14.08.2022

გავრცელებული ინფორმაციით, ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალოს" ტერიტორიაზე კიდევ 9 აფეთქება მოხდა.

ოფიციალური უწყებები ამ დროისთვის 1 ადამიანის გარდაცვალებას ადასტურებენ. ცნობილია, რომ დაშავდა ათობით მოქალაქე. 40-მდე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ტერიტორია სრულად გადაკეტილია. იქ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც ცდილობენ, შესაბამის სამსახურებს დაეხმარონ.

ადგილზე ვარაუდობენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება, რადგან ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა დასრულებული არ არის.

სავარაუდოდ, მომხდარი აფეთქება სავაჭრო ცენტრში, ერთ-ერთ მაღაზიაში არსებულ პიროტექნიკას უკავშირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×